გინდა გაიგო ჩვენს შესახებ უფრო მეტი?
WELLA სთავაზობს სალონებს ისეთი ბრენდების პორთფოლიოს,როგორიცაა Wella Professionals,Sasson Professional,Sebastian Professional და ა.შ. ასევე სერვისებს,რომელიც მათ ეხმარებათ რეალურად აიხდინონ ოცნებები წარმატებების მისაღწევად.ჩვენ გვინდა,რომ თქვენ გახდეთ ნაწილი ამ ოცნების.აღნიშნულ როლში,პროფესიული პროდუქციის გაყიდვების სპეციალისტის -თქვენ გევალებათ თმის შეღებვის,მოვლის და დავარცხნის ბიზნესის განვითარება თქვენთვის განსაზღვრული ტერიტორიის სალონებში, კლიენტებს შესთავაზოთ Wella-ს პროდუქტები და სერვისები.თქვენი ძირითადი მიზანი- ეს სალონებთან პარტნიორული ურთიერთობის შენებაა,მათი ბიზნესის და ჩვენი დისტრიბუციის განვითარეისთვის. თქვენი ემოციური დამოკიდებულება სილამაზის ინდუსტრიასთან და ის ,თუ როგორ ანვითარებთ პროფესიონალ სტილისტებთან და სალონების მეპატრონეებთან ურთიერთობებს,აუმჯობესებს ჩვენს ბრენდებსა და ჩვენს კლიენტებს შორის ხანგრძლივ კავშირებსა და კმაყოფილებას.ჩვენ ვდებთ ინვესტიციას თქვენს პირად განვითარებაში და ვქმნით გუნდურ სულისკვეთებას :შექმენი კარიერა Wella-სთან ერთად,შემოიტანე განაცხადი და გახდი გაყიდვების გუნდის წევრი.
Wella-ში ჩვენ ვეხმარებით და შთაგონებას ვაძლევთ პარიკმახერებსა და სტილისტებს რამდენიმე პროგრამის საშუალებით,რომლებიც მიმართულია პირადი განვითარების,ბიზნესის აღმავლობის და გამოცდილების მიღებისკენ,საპარიკმახერო ხელოვნების დარგში უახლესი მეთოდებით.აქ მთავარი - ხანგრძლივი და ლოიალური პარტნიორული ურთიერთობების შექმნაა.თქვენი როლი ჩვენს გუნდში ტრენერის სახით - დაეხმაროთ სტილისტებს ,განაცვიფრონ და აღაფრთოვანონ თავიანთი კლიენტები,და ამით მათთან დაამყაროთ ემოციური კავშირი.ჩვენ ვდებთ ინვესტიციას ჩქვენი უნარ-ჩვევების განვითარებაში და გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ ისინი უმაღლეს დონეზე.თქვენ იმუშავებთ პირველი კლასის გუნდთან ერთად,ტრენერის ან ჩვენი ბრენდების ,როგორიცაა Wella Professionals,Sasson Professiona,Sebastian Professional და ა.შ. ,ამბასადორის რანგში, მოახდენთ Wella -ს პროდუქტების,სერვისების,ტექნიკის და ტექნოლოგიების დემონსტრირებას ,როგორც სტუდიაში,ასევე ჩვენი კლიენტების სალონებში,წაიყვანთ სასწავლო სემინარებსა და ტრენინგებს.თქვენ ასევე მიიღებთ მონაწილეობას შემოქმედებით პროცესში ჩვენებების,ღონისძიებების და სპეციალიზირებულ გამოფენების დროს.
დავეხმაროთ და მივცეთ შთაგონება უფრო მეტ სტილისტს მთელს მსოფლიოში,რომ მათ კიდევ უფრო განაცვიფრონ და გაახარონ თავიანთი კლიენტები.ჩვენ სტილისტებს ვპირდებით სამი პირობის შესრულებას :1.ჩვენ ვქმნით ხანგრძლივ,თბილ და ურთიერთსასარგებლო პარტნიორულ ურთიერთობას მთელს მსოფლიოში.2.ჩვენ ყოველდღიურად გეხმარებით აიხდინოთ ოცნება.3.ჩვენ გეხმარებით ააგოთ კარიერა ,რომელიც მიმართულია თქვენი მიზნების მისაღწევად.
ჩვენი მიზანი- გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრება,მიანიჭეთ აღმაფრენა თქვენს სტილისტებს,გამოიყენეთ ჩვენი კომპანიის მდიდარი რესურსები.თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სტილისტს მოახდინოს - მომავალი სილამაზის სტანდარტის მისეული პერსონლაური ხედვის რეალიზაცია -ან იყოთ ის,ვინც დამოუკიდებლად ახდენს მის ფორმირებას.