ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით ჩვენს სასწავლო ცენტრს
WELLA სტუდია თბილისის სემინარების მონაწილე მოდელების წესები: 1. მოდელი შესაძლებელია გახდეთ მხოლოდ სასწავლო ცენტრის ფარგლებში,მისი თემატიკისა და რეგლამენტის გათვალისწინებით. მოდელებისთვის სტუდიაში ყოფნის საშუალი ხანგრძლივობა არის 4 საათი. 2. მოდელების თავდაპირველი არჩევისას აუცილებელია მათი სტუდიაში ვიზიტი. 3. ზოგიერთი სემინარის თემატიკა ითვალისწინებს მოდელის გარეგნული იერსახის, თმის სტრუქტურისა და ხარისხის გარკვეულ მოთხოვნებს.გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სემინარში მონაწილეობის მიღების საბოლოოო გადაწყვეტილებას იღებს ტრენერი,რომელიც უშუალოდ ატარებს სემინარს. 4. სასწავლო პროცესი მოითხოვს მკაფიო რეგლამენტს, შესაბამისად 15 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებისას სტუდია უფლებას იტოვებს უარი თქვას მოდელის მონაწილეობაზე. 5. დაუშვებელია მოდელის თვითნებური ჩანაცვლება. ტრენერთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, შერჩეული მოდელის ნაცვლად სხვა ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას. 6. სემინარისთვის არჩეული მოდელის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმა (არასაპატიო მიზეზით)შესაძლებელია არანაკლებ 2 დღით ადრე.სხვა შემთხვევაში მოდელი ხვდება შავ სიაში და მისი შემდგომი მონაწილეობა სემინარზე შეუძლებელია. 7. პრაქტიკულ მეცადინეობებზე შეღებვა,შეჭრა,ქიმიური დახვევა სრულდება მხოლოდ სემინარის თემატიკიდან გამომდინარე. 8. მოდელი იხდის მხოლოდ გახარჯული პროდუქციის ღირებულებას,ჩვენი სტუდიის ტრენერებისა და სხვა მონაწილე სტილისტების მომსახურება უფასოა. 9. აღნიშნულ წესებზე ხელმოწერით მოდელი აცხადებს თანხმობას წინასწარშეთანხმებული იერსახის შექმაზე, შემდგომი შესაძლო პრეტენზიების წარდგენის გარეშე. Giorgi Esebua Director Profline Cosmetics Ltd Email: [email protected]
სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს 2000 წლიდან და გახლავთ Wella Professionals Family ნაწილი @wellaeducation მუდმივი პარტნიორი 2023 წლიდან სემინარებს უძღვება ტრენერი ვართან ასოიანი #გაყევი❤wella ❤️ ვართან ასოიანი @vart.asoyan 2000 წლიდან მეგობრობს ჩვენს კომპანიასთან #wellaprofessionalsgeorgia და თითქმის 20 წელია აქტიურადაა ჩართული @wellaeducation საგანმანათლებლო სისტემაში ✌️სხვა და სხვა დროს ვართანი ესწრებოდა @vidalsassoonacademyofficial @dolores_academy @wellahair სხვა და სხვა საერთაშორისო სტუდიებში გამართულ მასტერ-კლასებსა და სემინარებს, როგორც ფრილანსერი,როგორც სტილისტი, როგორც ტრენერი 💇♂️ საპარიკმახერო ინდუსტრიაში 1995 წლიდანაა და ამ მანძილზე დაგროვებულ და მიღებულ ცოდნას სისტემატურად უზიარებს კოლეგებს ☆ არის მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატისა და დიპლომის მფლობელი ☆2022 წელს #wellahair_ge ეგიდით ვართანი ესწრებოდა პოლონეთში ვარშავის საერთაშორისო სტუდიაში მიმდინარე სემინარებსა და მასტერ-კლასებს ‼️სწორედ ამ სემინარებსა და მასტერ-კლასებზე მიღებულ ინფორმაციას და ცოდნას გვიზიარებს პერმანენტულად ჩვენს სტუდიაში დაგეგმილ და მიმდინარე სემინარებზე ასე რომ გელით ვართან ასოიანთან ერთად WELLA STUDIO TBILISI #wellaeducation #askforwella #wellaprofessionals #wellacompany