ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით ჩვენს სასწავლო ცენტრს
WELLA სტუდია თბილისის სემინარების მონაწილე მოდელების წესები: 1. მოდელი შესაძლებელია გახდეთ მხოლოდ სასწავლო ცენტრის ფარგლებში,მისი თემატიკისა და რეგლამენტის გათვალისწინებით. მოდელებისთვის სტუდიაში ყოფნის საშუალი ხანგრძლივობა არის 4 საათი. 2. მოდელების თავდაპირველი არჩევისას აუცილებელია მათი სტუდიაში ვიზიტი. 3. ზოგიერთი სემინარის თემატიკა ითვალისწინებს მოდელის გარეგნული იერსახის, თმის სტრუქტურისა და ხარისხის გარკვეულ მოთხოვნებს.გთხოვთ, გაითვალისწინოთ: სემინარში მონაწილეობის მიღების საბოლოოო გადაწყვეტილებას იღებს ტრენერი,რომელიც უშუალოდ ატარებს სემინარს. 4. სასწავლო პროცესი მოითხოვს მკაფიო რეგლამენტს, შესაბამისად 15 წუთზე მეტი ხნით დაგვიანებისას სტუდია უფლებას იტოვებს უარი თქვას მოდელის მონაწილეობაზე. 5. დაუშვებელია მოდელის თვითნებური ჩანაცვლება. ტრენერთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, შერჩეული მოდელის ნაცვლად სხვა ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას. 6. სემინარისთვის არჩეული მოდელის მიერ მონაწილეობაზე უარის თქმა (არასაპატიო მიზეზით)შესაძლებელია არანაკლებ 2 დღით ადრე.სხვა შემთხვევაში მოდელი ხვდება შავ სიაში და მისი შემდგომი მონაწილეობა სემინარზე შეუძლებელია. 7. პრაქტიკულ მეცადინეობებზე შეღებვა,შეჭრა,ქიმიური დახვევა სრულდება მხოლოდ სემინარის თემატიკიდან გამომდინარე. 8. მოდელი იხდის მხოლოდ გახარჯული პროდუქციის ღირებულებას,ჩვენი სტუდიის ტრენერებისა და სხვა მონაწილე სტილისტების მომსახურება უფასოა. 9. აღნიშნულ წესებზე ხელმოწერით მოდელი აცხადებს თანხმობას წინასწარშეთანხმებული იერსახის შექმაზე, შემდგომი შესაძლო პრეტენზიების წარდგენის გარეშე. Giorgi Esebua Director Profline Cosmetics Ltd Email: [email protected]
მისამართი: დოლიძს ქ.46 სტუდია ფუნქციონირებს 2000 წლიდან და გახლავთ @wellaeducation ოფიციალური პარტნიორი სტუდიის დაარსების დრიდან მასტერ-კლასებსა და ტრენინგებს უძღვებიან კომპანის დიპლომირებული ტრენერები და პარტნიორი სტილისტები,რომლებიც ჩართულნი არიან კომპანიის მიერ ორგანიზირებულ ადგილობრივ თუ უცხოურ სასწავლო პროგრამებში #wellaeducation #askforwella #wellaprofessionals #wellacompany